უფლისციხე რთული არქეოლოგიური კომპლექსია. იგი შედგება შიდა ქალაქისაგან, გარე ქალაქისაგან, დაბებით დასახლებული სასოფლო-სამეურნეო რაიონისაგან, კარგად გამართული გზებისაგან, კლდეკარისაგან და ა.შ. ქალაქის გამაგრებულ ნაწილს “ შიდა ქალაქს” უწოდებენ. ის გარსემო განლაგებულია ქალაქის დანარჩენი უბნები. “ შიდა ქალაქის” სამხრეთი და დასავლეთი მხარე დაცულია კლდის ბუნებრივი შვეული კედლით, რომლის სიმაღლე ადგილ-ადგილ რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს. მილიონობით წელი მოანდომა მდინარე მტკვარმა ამ კლდეების “მშენებლობას”. “შიდა ქალაქის’ ჩრდილო და აღმოსავლეთ მხარეებს იცავდა კლდეში ამოკვეთილი გრანდიოზული თხრილი, რომლის სიმაღლე 10 მეტრს, ხოლო სიგანე- 10-15 მეტრს აღწევდა. თხრილის შიდა მაღალ კიდეს მიუყვებოდა მაღალი, 3-4 მეტრი სიგანის კედელი, რომელშიც მრავალსართულიანი, კრამიტით გადახურული კოშკები ყოფილა ჩაშენებული.
თუ “შიდა ქალაქს” – სამხრეთის მხრიდან მოვექცევით, გზის პირას კლდეში ამოკვეთილ სასოფლო რუსთან აღმოვჩნდებით, რომელიც მტკვრის ჭალებში გაშლილ ბაღ-ბოსტნებს რწყავს. რუს პირას, კლდის შვეული კედლის ძირთან, კლდეში შეკაფული ხვრელია დაცული,რომლის დიამეტრიც 3 მეტრს აღწევს. ეს შიდა ქალაქის გვირაბია. Gგვირაბი ქალაქივით მხცოვანი. მისი სიმაღლე ადგილ-ადგილ 10 მეტრამდე აღწევს, სიგანე კი 2,5 მეტრია, ხოლო სიგრძე -150 მეტრზე მეტი. Gგვირაბის დასასრულთან გზა დაბლა ეშვება დ აიმ ხევის აღმოსავლეთ კალთას დაჰყვება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ადუანთ ხევს ეზახის. კლდეში ამოკვეთილ გვირაბს, რომელიც ნაქალაქარის ჩრდილოეთით 700-800 მეტრ მანძილზე მდებარეობს, ადგილობრივნი “ კლდი ორღობეს” ეძახიან. ასეთ “კლდიორღობეებს” ძველ საქართველოში “კლდეკარებს” ეძახდნენ. ეს არის უფლისციხის “დიდი კლდეკარი”, ერთ-ერთი უდიდესი ძველი კავკასიის ამ ხასიათის ძეგლებს შორის. უფლისციხის “დიდი კლდეკარი” გამოკვეთილი ჩანს ჩვ. წ. IV-III საუკუნეებში. იგი მდებარეობდა იმ უძველეს სავაჭრო-სატრანსპორტო გზაზე, რომელიც ამიერკავკასიაზე გადაოვლიდა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს კასპიის ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა. 2300 წლის წინათ, როგორც ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ნაშრომში დაცული უფრო ადრინდელი ცნობიდან ჩანს, ამ გზით შავი ზრვის აუზის ქვეყნები ინდოეთის ნაწარმსაც იღებდნენ. კლდეკარის ზომები მიუთითებს, რომ ძვ.წ. IV-III საუკუნიდან ამ გზაზე ბორბლიან ტრანსპორტსაც უმოძრავია. მისი ძირითადი დანიშნულება მტრის გარემოცვის შემთხვევაში შიდა ქალაქის წყლით მომარაგება იყო. მდინარე მტკვარი იმ დროს, სწორედ გვირაბის პირას მიედინებოდა და, თუ მთლიანად არა, გარკველ დონემდე კიდეც ფარავდა გვირაბის შესასვლელს. “შიდა ქალაქში”- მიაკვლიეს უდუღაბოდ ნაშენ კედლის ნაშთს. Qქვები ერთმანეთთან დაკავშირებულია სოლებით. Aაქ ნაპოვნია კლდეში ნაკვეთი ხუთი საწნახელი. ისინი სხვადასხვა ზომისაა. ე.წ.” დიდი კლდეკარი” უერთდება მაგისტრალურ ქუჩას, რომელიც “შიდა ქალაქს” აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფს. იგი გამოყენებული იყო ტრანსპორტისათვის დიდი კლდეკარით, ნადაებაზევის გზით, უფლისციხელები კასპს უკავშირდებოდნენ.
უფლისციხის სამხრეთ- დასავლეთით იწყება ქალაქში შესასვლელი მეორე ე.წ. “მცირე კლდეკარი”. იგი ღია გვირაბია, მისი სიგანე 1,5 მეტრია, სიგრძე- 60 მეტრამდე. ”კლდეკარი “თავზე მდებარე მოედნიდან იწყება და მდინარე მტკვარზე ეშვება გრანდიოზული გვირაბი. ალყაშემორტყმულნი აქედან მარაგდებოდნენ წყლით, სანოვაგითა და მაშველი ძალებით. ეს არის შიდა ქალაქის დასავლეთი კარები. კარებს იცავდა საგანგებო კოშკი, მაგრამ ეს კოშკიც რომ არ მდგარიყო, კლდეკარით შიდა ქალაქში შეჭრა თითქმის დაუძლეველ სიძნელეს წარმოადგენდა, რადგან კლდეკარის შუაწელზე ჩაკაფულია უზარმაზარი ჭა, რომლის დიამეტრიც 2 მეტრზე მეტია, ხოლო სიღრმე 10 მეტრს აჭარბებს. საჭირო შემთხვევაში აქ, როგორც ჩანს, მოიერიშე მტერს “ მგლის ორმოსაც” უწოდებდნენ, რაც შიდა ქალაქის ამ მხრიდან მიუვალობის ლეგენდასაც ამაგრებდა. მშვიდობიან პირობებში ჭა, როგორც ჩანს, ფიცრის, ასაწევი ხიდით იყო გადახურული.
ცენტრალური ქუჩის დასაწყისთან საკმაოდ ფართო მოედანია, რომელიც ჩრდილოეთით კლდეზე ნაგებ მაღალ კედელს ებჯინება. მოედნის დასავლეთ მხარეს იწყება კლდოვანი შემაღლება, სადაც კლდეში ნაკვეთი კომპლექსებია წარმოდგენილი. ნაგებობათა ზედა ნაწილი ამ უბანზე თითქმის მთლიანად ჩამოშლილია.
ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები. კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამოირჩევა დიდი ზომებით, გეგმარებისა და არციტეცტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. კლდე რკინის იარაღით არის ნაკვეთი. ნტიკური ხანის ოსტატები კლდის ზედაპირს განსაკუთრებული გულმოდგინებით ამუშავებდნენ და ამიტომაც მას იარაღის კვალი არ ეტყობა. ფეოდალური ხანის დარბაზები შედარებით დაუდევრად არის გამოკვეთილი. მათ აშკარად ეტყობათ დამუშავებისა და საკვეთი იარაღის კვალი.
უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, შემორჩენილია ჩვეულებრივი წესით ნაშენ ნაგებობათა ნასთებიც. მათ შორის ანტიკური ხანის შენობები ნაგებია კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრებით. წყობა მშრალია. კვადრები ერთმანეთთან დაკავშირებულია მერცხლის კუდის ფორმის ფოსოებში ჩასმული ლითონის სოლებით. ფეოდალური ხანის ნადებობათა უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგურისა და ალიზის შენობებიც.